აშშ ბაჰრეინის ხელისუფლებას მოუწოდებს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენოს.
ვაშინგტონი ბაჰრეინის ხელისუფლებას მოუწოდებს პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და განახორციელოს მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელმაც მასობრივი არეულობები გამოიწვია.
თეთრი სახლის ინფორმაციით, მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ტომ დონილონი ტელეფონით ესაუბრა პრინც სალამონ ბინ ჰამადომ ალ-ხალიფოს და ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დაწყების მცდელობა დადებითად შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ შაბათს ქვეყნის დედაქალაქის მანამის მთავარ მოედანზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.
პრინცის ბრძანებით, კი დედაქალაქში უშიშროების ძალების მობილიზება მოხდა.