უცხოურმა კომპანიებმა ლიბიაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ქვეყნიდან თავიანთი პერსონალის ევაკუაცია დაიწყეს. ამის შესახებ "ასოშიეიტიდ პრესი" იუწყება.
ლიბიის დიდ ქალაქებში რთული მდგომარეობაა შექმნილი. ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება.
როგორც ბოლო მონაცემებით გახდა ცნობილი, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარ შეტაკებებს 200 ადამიანი ემსხვერპლა და დაჭრილია რამდენიმე ასეული.
დემონსტრანტები მოითხოვენ ქვეყნის ლიდერ მუამარ კადაფის 42 წლიანი მმართველობის დასრულებას.