ირანში ორი გერმანელი ჟურნალისტი ხუთ თვიანი პატიმრობის შემდეგ გაანთავისუფლეს.
გერმანელი ჟურნალისტები სამშობლოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გიდო ვესტერველთან ერთად დაბრუნდებიან, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თეირანში ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
თეირანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჟურნალისტების გათავისუფლებაზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც მიესალმა.
გაზეთ "Bild Am Sonntag"ის ჟურნალისტები თეირანში გასული წლის ოქტომბერში დააკავეს, როდესაც ისინი ინტერვიუს მეუღლის ღალატისთვის სიკვდილმისჯილი საკინე აშტიანის შვილისგან და ადვოკატისგან.
ირანის ხელისუფლებამ გერმანელ ჟურნალისტებს ბრალი აკრედიტაციების არქონაში დასდო და ირანის სასმართლომ მათ 20 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.