გვატემალის საფეხბურთო კლუბ "ხინაბაჯულ დეპორტივოს" ვიცე-პრეზიდენტი კარლოს ნოე გომესი ჩაცხრილეს. გომესმა რამდენიმე კვირის წინ მუქარის წერილი მიიღო, რომლის მიხედვითაც კლუბის ცუდი თამაშისა და სატურნირო მდგომარეობის გამო მოკვლით ემუქრებოდნენ.
როგორც ადგილობრივი პოლიციელები აცხადებენ, გომესს თავს ორი ადამიანი დაესხა. ვიცე-პრეზიდენტი კლუბის დირექტორთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ მოკლეს.
"ხინაბაჯული" ქალაქ ჰუეჰუეტენანგოს გუნდია. გვატემალის უმაღლეს ლიგაში აღნიშნული კლუბი ბოლო ადგილზე იმყოფება.
გვატემალის საფეხბურთო ფედერაციამ დაგმო გომესის მკვლელობა და სამართალდამცველებს ღრმა გამოძიებისკენ მოუწოდა.
აღსანიშნავია, რომ გვატემალაში მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება.