აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწიულეობდნენ კორპორაცია APPLE -ს გენერალური დირექტორი სტივ ჯობსი, სოციალური ქსელის "Facebook"-ის შექმნელი მარკ ცუკენბერგი, ასევე google-ს აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ Twitte-ის, oracle-ს და სხვა წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები.
ბარაკ ობამამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მას გადაწყვეტილი აქვს მოუწოდოს, აშშ-ს საწარმოებს უფრო მეტი ინვესტიციები ჩადონ ინოვაციურ ტექნოლოგიებში.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საინვესტიციო ფონდები და ბანკები მაქსიმალურად ხელს შეუწყობენ ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას. რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსვისაც.
მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია შეხვედრაზე სტივ ჯობსის მონაწილეობამ, რომლის შესახებაც ვრცელდებოდა ინფორმაციები მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. შეგახსენებთ, რომ 2004 წელს კომპანია APPLE -ს გენერალური დირექტორს სტივ ჯობსს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.