ავღანეთში, ქალაქ ჯალალაბაში ერთ-ერთ სხვი კომერციულ ბანკზე " Kabul bank" მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა.
ინციდენტის შედეგად დაჭრილი 73 ადამიანი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.
ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბანკში შვიდი ბოევიკი, მათ შორის სამი თვითმკვლელი-ტერორისტი მაშინ შეიჭრა, როდესაც სამართალდამცვაი ორგანოების თანამშრომლები ხელფასს იღებდნენ.
ორმა თვითმკვლელმა თავი შენობის შესასვლელში აიფეთქა, ხოლო ხუთმა ბოევიკმა ბანკში ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.