ლიბიაში, სამხედროებსა და ანტი-სახელისუფლებო აქციის მონაწილეებს შორის ოთხშაბათს მომხდარი შეტაკების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 104-მდე გაიზარდა.
შესაბამის ინფორმაციას საერთაშორისო უფლებათა დამცველი ორგანიზაცია " Hunam Rights Watch " აქვეყნებს.
ლიბიაში ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. დემონსტრანტები მუამარ კადაფის 42 წლიან მმართველობას აპროტესტებენ.
ლიბიაში მიმდინარე მღელვარება ამ რეგიონში მდებარე რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარე ანტისახელისუფლებო აქციებს დაემთხვა.
როგორც ცნობილია, ერთი კვირის წინ, თანამდებობა დატოვა ეგვიპტის ლიდერმა ჰოსნი მუბარაქმა და ხელისუფლება არმიას ჩააბარა. აქციები და დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებით ასევე გაიმართა ალჟირში, იემენში, ბაჰრეინში, ერაყსა და იორდანიაში.