ნატოსა და ავღანეთის სამხედრო ძალების ერთობლივი სამხედრო ოპერაციების შედეგად 64 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
ავღანეთში, კუნარის პროვინციაში, ნატოსა და ავღანეთის სამხედრო ძალების ერთობლივი სამხედრო ოპერაციების შედეგად 64 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან. ამის შესახებ პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა.
"მოქალაქეები მათ მიერ განხორციელებული სახმელეთო და საჰაერო ოპერაციის შედეგად დაიღუპნენ", - განუცხადა გუბერნატორმა ფაზლულა ვაჰიდიმ "როიტერს".
როგორც ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე უსაფრთხოების დამხმარე საერთაშორისო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, დაღუპულების შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.