საპროტესტო აქციებისთვის მაროკოშიც ემზადებიან. მანიფესტაცია დღეისთვის, 20 თებერვლისთვისაა დაგეგმილი.
ოპოზიციონერები მთავარ პრეტენზიად მმართველობის კორუმპირებულობასა და ხალხის პრობლემების უგულებელყოფას ასახელებენ.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქციის მონაწილეებს პრეტენზიები არ აქვთ მონარქთან, დემონსტრანტები უკმაყოფილონი არიან მმართველობით და აცხადებენ, რომ პროცესში არა მხოლოდ ელიტის წევრები, არამედ ჩვეულებრივი მოსახლეობაც უნდა იყოს ჩართული.
აღსანიშნავია, რომ მიტინგის ორგანიზატორები მოსახლეობის მობილიზებისა და მათთან კონტაქტის დასამყარებლად FACEBOOK-სა და YOUTUBE-საც კი იყენებენ.
შეგახსენებთ, რომ ანტისახელისუფლებო აქციები მიმდინარეობდა ტუნისსა და ეგვიპტეში, რასაც ორივე შემთხვევაში პრეზიდენტების გადადგომა მოჰყვა. აღნიშნულიდან მალევე დემოსტრაციები ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აფრიკის რამოდენიმე ქვეყანაშიც დაიწყო, მათ შორის ლივიაში, იემენსა და ჯინუტში, სადაც მოსახლეობის გამოსვლები ამ დრომდე გრძელდება.