ირანის სამხედრო სარდლობის განცხადებით, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევისა და აშშ-ის მიერ ომის დასრულების შეთანხმების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის გამო ჰორმუზის სრუტეს კეტავს. ინფორმაციას CNN ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სარდლობაში აცხადებენ, სრუტე დაიხურება რადგან, ისრაელი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს, ხოლო აშშ-მა „ომის დასრულების შესახებ დროებითი შეთანხმების“ პირველი პუნქტი არ შეასრულა.
„შეერთებული შტატების არაკეთილსინდისიერების და ომის დასრულების მემორანდუმის პირველი მუხლის შეუსრულებლობით ნაკისრი ვალდებულებების აშკარა დარღვევის გათვალისწინებით და სამხრეთ ლიბანში სიონისტური რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტის მუდმივი დარღვევის საპასუხოდ, ჰორმუზის სრუტე დაიკეტება გემების გადაადგილებისთვის“, - ნათქვამია ირანის გაერთიანებული სამხედრო სარდლობის, ხატამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის განცხადებაში.