აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე ახალი დარტყმების ბრძანება გასცეს.
„შეიძლება, გავაგრძელო. მათ ჰქონდათ შანსი, ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე და გადარჩენილიყვნენ“, – Fox News-ის ცნობით, თქვა ტრამპმა სატელეფონო ინტერვიუში.
მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს მოლაპარაკებებისთვის ძალიან დიდი დრო დასჭირდა, ახლა ეს ძვირად დაუჯდებათ.