რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ გავლენის სფეროების პოლიტიკა აღარ არსებობს და ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად გადაწყვეტოს, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში სურს გაწევრიანება. ამის შესახებ საუბარია ევროპის სახალხო პარტიის ოფიციალურ განცხადებაში, რომელშიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე მკვეთრი პოზიციაა ჩამოყალიბებული.
ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტში წერია, რომ რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპები დაარღვია.
ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები და საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანის საკითხზე სერიოზული მოლაპარაკება დაიწყოს.