უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მხარე კვლავ ომს ირჩევს და ვლადიმირ პუტინს მისი დასრულება არ სურს.
„სამწუხაროდ, რუსეთის მხარე კვლავ ომს ირჩევს - დღეს ყველამ მოისმინა მათი პასუხი. სუსტი პასუხი. მას უბრალოდ არ სურს ომის დასრულება. ვფიქრობ, ბევრი მსოფლიოში ამ პასუხით იმედგაცრუებული დარჩა.
მას არაფრის შეცვლა არ სურს, არ სურს აღიაროს, რომ მისი ომი მხოლოდ მას და მათ მოსწონთ, ვინც მისგან ფულს იღებს - ისინი დღეს ძალიან კმაყოფილად და მომღიმარად გამოიყურებოდნენ. შესაბამისად, რუსეთში ფული უნდა შემცირდეს, ხოლო რუსეთზე ზეწოლა გაიზარდოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მან დიპლომატიურ გუნდთან შეხვედრა გამართა და მზადდება არაერთი შეხვედრა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვოლოდიმირ ზელენსკის წერილთამ დაკავშირებით განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.