შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, ფილოლოგიის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის სპეცილისტი, 1954 წელს დაბადებული ლამარა ასლამაზიშვილი, რომელმაც შს სამინისტროს ინფორმაციით, 10 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაამზადა ამავე უნივერსიტეტის ორი ყალბი დიპლომი.
ასევე დაკავებულები არიან ასლამაზაშვილთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები: 1945 წელს დაბადებული დემურ დარსალია და 1955 წელს დაბადებული ავთანდილ ჯინჭველაშვილი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.