მოსკოვი ტერაქტებს გადაურჩა - რუსი სამართალდამცავების ინფორმაციით, ტერორისტების მორიგი სამიზნე მოსკოვის მეტრო იყო. მილიციამ ორი მამაკაცი დააკავა, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰექსოგენი აღმოუჩინეს.
ორივე დაკავებული რუსეთის დედაქალაქში ნალჩიკიდან ჩავიდა. ეჭვმიტანილები მეტროსადგურ "კურსკაია-კოლცევაიაზე" დააკავეს.
არსებობს ეჭვი, რომ მათ "დომოდედოვოში" მომხდარ ტერაქტთანაც ჰქონდათ კავშირი.