რუსული ავიაგიგანტი "აეროფლოტი" სკანდალში ეხვევა - ავიაკომპანიას ტურისტები უპირისპირდებიან. საახალწლო დღეებში დაგვიანებული რეისების მგზავრებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მომჩივანთა ჯგუფი ათასამდე ტურისტს ითვლის.
მოსარჩელეები მორალური ზიანისათვის კომპენსაციას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ "აეროფლოტის" ადმინისტრაციას მათთვის რეისების გადადების შესახებ ინფორმაცია დროულად არ მიუწოდებია.
რეისების მოლოდინში ახალი წლის დღეებში ხალხი აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში იცდიდა და იატაკზე ეძინათ.