აშშ-ის საელჩო უკრაინაში რუსეთის შესაძლო მასშტაბური საჰაერო იერიშის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.
კიევში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია უახლოესი 24 საათის განმავლობაში რუსეთის მხრიდან შესაძლო მასშტაბური საჰაერო დარტყმის შესახებ.
საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ იერიში შესაძლოა ნებისმიერ დროს განხორციელდეს, რის გამოც აშშ-ის მოქალაქეებს საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში დაუყოვნებლივი თავშესაფრისკენ მოუწოდეს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი გაფრთხილება ბოლოს მიმდინარე წლის 8 იანვარს გავრცელდა. მომდევნო ღამეს რუსეთმა ლვოვის ოლქზე საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ გამოიყენა.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განაცხადა, რომ აშშ-ისა და ევროპის სადაზვერვო მონაცემებით, რუსეთი, შესაძლოა, „ორეშნიკის“ გამოყენებით ახალ დარტყმას ამზადებდეს, მათ შორის კიევის მიმართულებით.