"თავისუფალი დემოკრატების" შეფასებით, პატიმარს გრძელვადიან პაემანზე უარის სასამართლოში გასაჩივრების საშუალება უნდა მიეცეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით "პატიმართა კოდექსში" ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე ალტერნატიული კანონპროექტი წარმოადგინა.
"კოდექსში ცვლილებებით პატიმრების მდგომარეობა ბევრი მიმართულებით მძიმდება. მოქმედ კოდექსში არასრულწლოვანებს გრძელვადიანი პატიმრობით შეუძლიათ წელიწადში 4+1 ისარგებლონ და მისი ხანგძლივობა 48 საათს შეადგენს, ხოლო წარმოდგენილ კანონპროექტში შემცირებულია როგორც პაემნების რაოდენობა, ასევე ხანგრძლივობა", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
დეპუტატი მოითხოვს, კანონპროექტში ჩაიწეროს, რომ გრძელვადიან პაემანში გადახდილი თანხა მის მომსახურებას მოხმარდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამნტი გრძელვადიანი პაემნების შესახებ "პატიმართა კოდექსში" შესატან ცვლილებებს მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავს. გრძელვადიანი პაემნების პილოტური პროექტი სამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მარტიდან ამოქმედდება. ვიზიტის ღირებულება 60 ლარს შეადგენს.