გრძელვადიანი პაემნების ოთახებში ჰიგიენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ხელისუფლება "თავისუფალი დემოკრატების" წინადადებებს იზიარებს.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა აღნიშნა, "პატიმრობის შესახებ" კანონში ცვლილებების დამტკიცებამდე, "თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნის შესაბამისად აისახება, რომ გრძელვადიანი პაემნის ოთახში უნდა იყოს დაცული ჰიგიენის ნორმები და იქ არსებული პირობები არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.
"ამგვარი მნიშვნელოვანი საკითხის კანონით უზრუნველყოფა აუცილებელია, რადგან ახლად გახსნილი შენობა რამდენიმე ხანში შეიძლება აღარ აკმაყოფილებდეს სტუმრის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს და მსჯავრდებულს, ისევე როგორც მის ახლო ნათესავს, უნდა ჰქონდეს საშუალება, მოცემული უფლების დარღვევის შემთხვევაში სასამართლოს მიმართოს", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ხუროშვილის თქმით, იგი მზადაა "თავისუფალი დემოკრატების" ალტერნატიული ინიციატივები ცაგარეიშვილთან ერთად კიდევ ერთხელ გაიაროს.