ბაჰრეინელი ჰაკერების ჯგუფი ანონიმურ წერილს ავრცელებს, სადაც ისინი ამბობენ, რომ დადგებიან ქვეყნის მოქალაქეების გვერდით .
"ბაჰრეინის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავის ქმედებებით, რომ სასტიკი მეთოდებით აპირებს გაილაშქროს თავისი ქვეყნის მოქალაქეებისა და თავისუფალი სიტყვის მიმართ. დროა ყველას მოვუწოდოთ ამ რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ყველა ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ უფლება ყავდეთ დემოკრატიული მთავრობა და გამონაკლისები არც ბაჰრეინელები არიან. ბაჰრეინის მთავრობა მტერია საკუთარი მოქალაქეების და არ აძლევს საშუალებას მათ მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ. გუშინდელი დარბევა, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არასდროს დავივიწყებთ. თუ ასეთ უსამართლობას დავმალავთ და ყურადღებას არ მივაქცევთ, დანაშაულის ჩადენას ხელს შევუწყობთ. ცენზურაა დაწესებული ინტერნეტში, რითაც ბაჰრეინელი ხალხი თავის ხმას მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს ვერ აგებინებს. ბაჰრეინელებს აქვთ უფლება, რომ მოიხმარონ ინტერნეტ-სივრცე და გააშუქონ მისი საშუალებით ის რაც ქვეყანაში ხდება და გაილაშქროს ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით ამ მთავრობის წინააღმდეგ და ისეთივე წარმატებას მივაღწევთ, როგორც ტუნისელმა და ეგვიპტელმა ხალხმა მიაღწიეს. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს უფლებებს. ჩვენ დამალული ვართ, ჩვენ ვართ ლეგიონი, ჩვენ არ ვაპატიებთ, ჩვენ არ დაგავიწყდებით და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ", - წერენ ჰაკერები.
შეგახსენებთ, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში დღეს დილით რამდენიმე ასეულმა პოლიციელმა დაარბია ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 3 ადამიანი და დაჭრილია 300.