ტანზანიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 145 დაიჭრა
ტანზანიაში, გონგოლა მბოტოს სამხედრო ბაზაზე, იარაღისა და საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 145 დაიჭრა.
როგორც უცხოური მედიასაშუალებები იუწყებიან, ბოლო ოწ წელში მეორედ მოხდა მსგავსი ტიპის აფეთქება ტანზანიაში.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიზენგო პინდამ განაცხადა, მან დაავალა ქვეყნის უშიშროების საბჭოს, რომ სასწრაფოდ იქნეს გამოძიებული აღნიშნული შემთხვევა.
2009 წლის აპრილში, 26 ადამიანი დაიღუპა იმავე სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად. 2 წლის წინ მომხდარ ფაქტი სამხედრო პირებმა უბედურ შემთხვევათ შეაფასეს.