აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა უკრაინისთვის საჰაერო ბომბების სიზუსტისა და მოქმედების მანძილის გაზრდის საშუალებების შესაძლო მიყიდვის საკითხი, რომელთა ღირებულებაც 373.6 მილიონი ადოლარია.. მედიის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს.
საუბარია Joint Direct Attack Munition – Extended Range (JDAM-ER)-ზე - ბომბებზე დასამაგრებელ კუდის ნაწილებზე, რომლებიც ზრდიან მათი გამოყენების მანძილს დაახლოებით 70–80 კილომეტრით.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, უკრაინამ აშშ-ს მიმართა 1532 ასეთი კომპლექტის შეძენის მოთხოვნით. შეკვეთა ასევე მოიცავს მათი მომსახურების აღჭურვილობას, სათადარიგო და სარემონტო ნაწილებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, შეკეთებისა და მომსახურების სერვისებს, ასევე ლოგისტიკურ მხარდაჭერას. მთავარი კონტრაქტორი იქნება ამერიკული კომპანია Boeing.
ამერიკული გამოცემა Military-ის განმარტებით, სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობა ჯერ არ ნიშნავს იარაღის დაუყოვნებლივ მიწოდება, ეს მხოლოდ შესაძლო გაყიდვის ნებართვაა. შემდეგ საჭიროა საბოლოო კონტრაქტის გაფორმება და წარმოება, რის შემდეგაც მოხდება მისი უკრაინისთვის გადაცემა.