აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი მოსკოვს ეწვევა. ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი 7 მარტს იწყება. განცხადებას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
"ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და დოქტორი ჯილ ბაიდენი მოინახულებენ ფინეთს, რუსეთსა და მოლდოვას. ვიზიტი 7 მარტს იწყება", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ "ბაიდენი მოსკოვში რუსეთ-ამერიკის "გადატვირთვის" საქმეს გააგრძელებს და აქცენტს ორი ქვეყნის მომავალი აყვავების უზრუნველყოფაზე გააკეთებს".
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, რუსული მედია აღნიშნავს, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ჯოზეფ ბაიდენი რუსეთში აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის მომზადებისათვის უნდა ჩავიდეს.