უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერევანში ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს, რომლებიც ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის წინ გაიმართა, სამი მთავარი მიზანი ჰქონდა.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„პირველი: ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ომი ღირსეულად დასრულდეს. პარტნიორებს მივაწოდე ინფორმაცია დიპლომატიის მდგომარეობის, შესაძლო პერსპექტივებისა და დაგეგმილი კონტაქტების შესახებ. საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, რათა დიპლომატია გავააქტიუროთ და არ დავუშვათ აგრესორზე ზეწოლის შემცირება…
მეორე: ვახორციელებთ უკრაინისთვის ევროპულo მხარდაჭერის პაკეტს 90 მილიარდი ევროს ოდენობით, ვაჩქარებთ ამ დაფინანსებას.
მესამე: ვაძლიერებთ უკრაინის საჰაერო თავდაცვას და ენერგეტიკულ მხარდაჭერას, ასევე ვაღრმავებთ თანამშრომლობას პარტნიორებთან ენერგეტიკის სფეროში“, - წერს ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკი კვირას ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა .
მან შეხვედრა გამართა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან იონას გარ სტორესთან. ასევე შეხვდა ფინეთის პრემიერ-მინისტრს, პეტერი ორპოს, ბრიტaნეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს და ჩეხეთის პრემიერს ანდრეი ბაბიშს.