17-18 თებერვალს საქარველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის სამმართველოს თანამშრომლებს, აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკის სამსახურის ექსპერტები ტრენინგს ჩაუტარებენ.
თანამშრომელთა ტრენინგი ორი დღის განმავლობაში ჩატარდება, სადაც ექპერტები საქსტატის თანამშრომლებთან სოფლის მეურნეობის სტატისტიკის დარგში მონაცემთა ბაზის გაწმენდის, მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის საკითხებზე ისაუბრებენ.