სატყეოში სფეროში მომუშავე ადამიანი ხვდება კორუფციულ გარიგებებში, სხვანაირად ამ უწყებაში ვერ იმუშავებს. ამის შესახებ პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარემ, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრმა ნინო ჩხობაძემ განაცხადა.
"ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სატყეოში მუშაობას იწყებს, კორუფციულ გარიგებაში უნდა შევიდეს, სხვანაირად იქ ვერ იმუშავებს", - აღნიშნა ჩხობაძემ.
მისი თქმით, ამის მიზეზი კი ხდება ის, რომ რეინჯერს არ გააჩნია მისთვის ჩაბარებული ტერიტორიის კონტროლისთვის არანაირი ბერკეტი, არ აქვს ფიზიკურად ამის გამოცდილება და აქვს დაბალი ხელფასი, რაც ქრთამის აღმების ცდუნებას ზრდის.
გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს მიაჩნია, რომ კორუფციის აღმოსაფხვრელად აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების გაძლიერება, თუმცა მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვის სამინისტრო გაუქმდა, ეს პრობლემა კიდევ უფრო რთულად მოსაგვარებელი იქნება.