10- წლიანი პაუზის შემდეგ, უნგრეთის პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშა კვლავ აღიმართება.
ამის შესახებსოციალურ ქსელში მომავალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი წერს.
"ეროვნული ასამბლეის დამფუძნებელ სხდომაზე, უნგრეთისა და სეკეების დროშებთან ერთად, პარლამენტის ფასადზე კვლავ დაბრუნდება ევროკავშირის დროშა", - აცხადებს მადიარი.
უნგრული გამოცემა Telex-ის ინფორმაციით, ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობაზე 12 წელზე მეტია არ გამოუფენიათ.
2024 წლის ივლისშიც კი, როდესაც უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, დროშა შენობაზე არ აღმართულა. მაშიმ უნგრეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ, ეს სავალდებულო არ იყო.
2004 წლის კანონის მიხედვით, შესაბამის პირობებში ევროკავშირის დროშა უნდა იყოს აღმართული იმ საჯარო შენობებზე ან მათ წინ, სადაც ეროვნული დროშაც არის განთავსებული. თუმცა გარკვეული დაწესებულებები, მათ შორის პარლამენტის შენობა, ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის ახალი პარლამენტის დამფუძნებელი სხდომა 9 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც პეტერ მადიარი პრემიერ-მინისტრი გახდება.