აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია, პარტნიორებთან ერთად, თბილისში ახალ ცათამბჯენს ააშენებს.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით,The Trump Organization საქართველოს დედაქალაქში, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, 70-სართულიანი ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის – Trump Tower Tbilisi-ს აშენებას გეგმავს.
„კავკასიაში ტრამპის ბრენდის ახალი ცათამბჯენის აშენება იგეგმება, რაც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეცვალა ტრამპის ოჯახის კომპანიამ საზღვარგარეთული ბიზნესისადმი მიდგომა ტრამპის მეორე ვადის დროს“, – წერს გამოცემა.
ცათამბჯენი მოიცავს ელიტურ საცხოვრებლებს, სავაჭრო სივრცეებს და სასტუმროს სტილის სერვისებს.
პროექტში ასევე მონაწილეობს ნიუ-იორკში დაფუძნებული დეველოპერი და ტრამპის ყოფილი პარტნიორი Sapir Organization.
გამოცემის თანახმად, ეს პროექტი ასევე აღადგენს ტრამპის ბრენდსა და საქართველოს შორის ადრე დაწყებულ, თუმცა შეწყვეტილ ურთიერთობას. 2012 წელს კომპანიამ გეგმავდა პროექტს ბათუმში, მაგრამ მოგვიანებით უარი თქვა, რათა აეცილებინა ინტერესთა კონფლიქტის შთაბეჭდილება.
ამასთან, გამოცემის ცნობით, პროექტის განხორციელებაში ასევე ჩართული იქნებიან ქართული კომპანიები – Archi Group და Biograpi Living.