იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ახლა არ არის დრო ვლადიმირ პუტინის მიმართ შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად. მისივე თქმით, პირიქით, დასავლეთმა მოსკოვისგან დათმობები უნდა მოითხოვოს.
ამის შესახებ მელონიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა კვიპროსზე ევროკავშირის ლიდერთა არაფორმალური შეხვედრის წინ.
მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის მიერ "დიდი ოცეულის" სამიტზე რუსეთის ლიდერის ბლადიმირ პუტინის მიწვევის გეგმასთან დაკავშირებით.
მელონიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა ბოლო თვეებში უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი რუსეთისკენ, თუმცა საპასუხოდ შესაბამისი ნაბიჯები არ უნახავს.
„რაც შეეხება პუტინს G20-ის სამიტზე, ვფიქრობ, სწორედ ახლა უნდა მოვითხოვოთ მისგან ნაბიჯების გადადგმა და არა ჩვენ თვითონ გადავდგათ. ამერიკელებმა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, გარკვეული ნაბიჯები გადადგეს რუსეთისკენ, თუმცა მეორე მხრიდან იგივე მასშტაბის პასუხი არ ყოფილა. ვფიქრობ, ახლა სწორედ მოთხოვნის დროა,“ — განაცხადა მელონიმ.
მედიის ინფორმაციით, აშშ გეგმავს რუსეთის ლიდერის მოწვევას G20-ის სამიტზე, რომელიც დეკემბერში მაიამიში, დონალდ ტრამპის გოლფ-კურორტზე უნდა გაიმართოს, თუმცა ოფიციალური მოწვევა ჯერ არ გაგზავნილა.