გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები კონტროლის პალატისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიების გაცემის საკითხის შესწავლას მოითხოვენ.
როგორც საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებთან" გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაციების წევრებმა და ექსპერტებმა აღნიშნეს, კონტროლის პალატა უნდა დაინტერესდეს, რის მიხედვით ადგენენ ამ უწყებაში ლიცენზიის საწყის ფასს, მაშინ, როცა არსებული კრიტერიუმების დაცვა არ ხდება.