ხვალ, 17 თებერვალს, დაბა ბაკურიანში პროექტის - "ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობათა ანალიზი ელექტრონული მმართველობის დანერგვისთვის~ - პრეზენტაცია გაიმართება.
ელექტრონული მმართველობის სისტემის დანერგვამდე ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების შესწავლასთან დაკავშირებით, დაბა ბაკურიანში 17-19 თებერვალს დაგეგმილ სემინარზე იმსჯელებენ. სემინარს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ხელმძღვანელი პირები, სამთავრობო სექტორის წევრები, დონორი ორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრებიან.
პროექტი საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) ხელშეწყობით, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ ხორციელდება.
პროექტი მიზნად ისახავს თვითმმართველობების შესაძლებლობის გაზრდას, მუნიციპალიტეტებში მენეჯმენტის გაუმჯობესებას და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ მოსახლეობისთვის ხარისხობრივად უკეთესი და მეტი სერვისის მიწოდებას.
ელექტრონული მმართველობის დანერგვა გააუმჯობესებს როგორც მუნიციპალიტეტების შიდა მენეჯმენტის ეფექტურობას, ასევე მათ მიერ ადგილობრივი მოსახლეობისათვის შეთავაზებულ მომსახურების ხარისხს.