"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის უმაღლესი ტრიბუნიდან 2015 წლისთვის ქვეყნის გაბრწყინების შესახებ მორიგი ტყუილი ამცნო.
"სააკაშვილს არ უსაუბრია, როგორ აპირებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებას. მეტიც, მან სიამაყოთ განაცხადა, რომ დევნილები ფოთის, წყალტუბოს, ქუთაისის, ანაკლიის განუყოფელი ნაწილები უნდა გახდნენ და არა აფხაზეთისა და სამაჩაბლოსი. დემოკრატიულ მოძრაობას არაერთხელ განუცხადებია, რომ სააკაშვილმა თავადაც კარგად იცის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი რომ არ აქვს. განუცხადებია, რომ მან ხელისუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ უარი თქვა აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე", - განაცხადა ბურჯანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.