საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს დროშით მცურავ თევზსაჭერ სეინერ "BARAJAMADAI"-ს კაპიტანს, "BARAJAMADAI"-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით.
ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ 9 იანვარს, შსს სასაზღვრო პოლიციის II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიულ განყოფილებაში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, ოპერაციების რეგიონული სამმართველოდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს დროშით მცურავი თევზსაჭერი სეინერის "BARAJAMADAI "-ს კაპიტნის ZEKERIYA AKKAN -ის მიმართ, თევზჭერისათვის აკრძალულ ადგილას თევზის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე. 10 იანვარს, აღნიშნული სეინერი გადაიყვანეს ბათუმის ბაზის ნავმისადგომზე.