ამერიკული ტელეარხის "CBS"-ს წამყვანი კორესპონდენტი ლარა ლოგანი ქაიროში მიმდინარე არეულობების დროს ტახირის მოედანზე გააუპატიურეს და სცემეს. ამჟამად 39 წლის ჟურნალისტი აშშ-ში საავადმყოფოში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ბი-ბი-სი ავრცელებს. ჟურნალისტზე თავდასხმა 11 თებერვალს მოხდა მაშინ როდესაც ტახირის მოედანზე შეკრებილი ადამიანები პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომას შეიმობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით ლარა ლოგანს, მის გადამღებ ჯგუფსა და დაცვას საშიშმა ელემენტებმა ალყა შემოარტყეს. მაშინ როდესაც მოედანზე ზეიმი მიმდინარეობდა. უკონტროლო მდგომარეობაში მყოფმა ბრბომ 200 ადამიანის შემადგენლობით ჟურნალისტი მის კოლეგებს ჩამოაცილა და სასტიკად გაუსწორდა. ჟურნალისტის სიცოცხლე იმ ქალების ჩარევამ გადარჩინა, რომლებიც იმ დროს მოედანზე იმყოფებოდნენ. მას ასევე ეხმარებოდნენ ეგვიპტის არმიის ჯარისკაცები. ამის შემდეგ ჟურნალისტი თავის გადამღებ ჯგუფს შეუერთდა და აშშ-ში დაბრუნდა.