აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გადაწყვიტა twiter.com-ზე მიკრობლოგი გახსნას სხვადასხვა ენაზე, მათ შორის რუსულზეც.
კლინტონის თქმით, ახალი მიკრობლოგი რუსულ, ჩინურ და ჰინდის (ინდოევროპული ენების ინდური ჯგუფი) ენებზე იქნება. როგორც სახელმწიფო მდივანმა განმარტა, ამით მის უწყებას სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებთან უშუალო კონტაქტი სურს.
14 თებერვალს სახელმწიფო დეპარტამენტმა მიკრობლოგი სპარსულ ენაზეც გაუშვა. პირველი შეტყობინება ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის მიტინგი დაშალა.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს მიკრობლოგი არაბულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე.