საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰონდურასის რესპუბლიკაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. აღნიშნულთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძის უწყება სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.
შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს ჰონდურასის რესპუბლიკაში კომერციული თვითმფრინავის Lეტ 410-ის ავიაკატასტროფის შედეგად 14 კაცი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან ქვეყნის პოლიტიკური და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.