აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში მესამე ვადით "პრეზიდენტობას" არ აპირებს. ამის შესახებ ბაღაფშმა განცხადება დღეს სოხუმში აფხაზი და რუსი ჟურნალისტებისათვის მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"არავინ აფხაზეთის ხელისუფლების სათავეში არ უნდა იმყოფებოდეს ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არსებობს აფხაზეთის კონსტიტუცია და არსებობს კანონი", _ განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ ხელისუფლების სათავეში დიდი ხნის ყოფნა დამღუპველია არა მხოლოდ აფხაზეთისათვის, არამედ ნებისმიერი სხვა ქვეყნისათვის.
"მიაქციეთ ყურადღება ახლო აღმოსავლეთში მომხდარ მოვლენებს, როდესაც ადამიანი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება ხელისუფლების სათავეში... ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება", _ განაცხადა ბაღაფშმა.