სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის ძველმა და ახალმა პრეზიდენტებმა სერჟ სარგსიანის გადადგომის აუცილებლობის საკითხი განიხილეს.
სომხეთის ექს-პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა მოქმედ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს გადადგომისგან თავშეკავება ურჩია.
გაზეთ "აიკაკან ჟამანაკის" ინფორმაციით, უკანასკნელ ხანს ქოჩარიანისა და სარგსიანის ორი შეხვედრა გაიმართა.
პუბლიკაციის ავტორის თქმით, შეხვედრის დროს სერჟ სარგსიანი დაინტერესდა, თუ რას მოითხოვენ მისგან და სურდათ თუ არა მისი გადადგომა. ქოჩარიანს კი ამ შეკითხვაზე უპასუხია, რომ ის არ უნდა გადადგეს.