სტავროპოლის მხარისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე ტყის მასივში რუს ძალოვნებსა და ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს შორის შეტაკების დროს დაღუპულია მილიციის სამი თანამშრომელი. ჩრდილოკავკასიელმა მებრძოლებმა ამ შეტაკებაში ხუთი ადამიანი დაკარგეს.
"ბანდჯგუფი ბლოკირებული და განადგურებულ იქნა. სამწუხაროდ, განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის სამი თანამშრომელი დაიღუპა. სამი კი დაიჭრა", _ იუწყება რუსული მედია.