ტაილანდელმა ცოლ-ქმარმა კოცნის ხანგძლივობაში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ეკაჩაისა და ლაკსანის სამეფოში მცხოვრებმა წყვილი ერთმანეთს თითქმის ორი დღე, კერძოდ კი 46 საათი 24 წუთი და 9 წამი კოცნიდა.
კოცნაში შეჯიბრი ქალაქ პატაიაში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას 14 შეყვარებული წყვილი იღებდა, აქედან შვიდი მათგანი გინესების წიგნშია შეტანილი.
შეჯიბრის ორგანიზატორების განცხადებით, შეჯიბრმა ყოველგვარ მოლოდინს გადაჭარბა, რადგან არავინ არ მოელოდებოდა, რეკორდის ასე გაუმჯობესებას.
კონკურსის წესების თანახმად წყვილებს ტუალეტში მარტო გასვლის უფლება არ აქვთ, ასევე წყლის ან წვენის დალევა ისე უნდა შესძლონ, რომ ტუჩები ერთმანეთს არ მოაშორონ. გარდა ამისა, კონკურსზე მხოლოდ ის წყვილები დაიშვებიან, ვისაც ერთმანეთი ნამდვილად უყვართ და ამის დასამოწმებლად მათ ქორწინების მოწმობა ან მშობლების და მეგობრების წერილი უნდა წარადგინონ.
კონკურსში გამარჯვებულებმა ბრილიანტის ბეჭედი მოიგეს, რომელის ღირებულებაც 1600 დოლარია და ფულადი ჯილდო 3200 დოლარი.