რუსი ძალოვნები ამჟამად ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების მეთაურის დოკუ უმაროვის ლიკვიდაციის სპეცოპერაციას ატარებენ. განცხადება ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის შს სამინისტროს შინაგანი ჯარების მეთაურმა ნიკოლაი როგოჟინმა გააკეთა.
"მთელი ძალა მიმართულია იმისკენ, რომ ამ ლიდერის ლიკვიდირება მოვახდინოთ. ეს მსხვილმასშტაბიანი ღონისძიებაა, რომელშიც შინაგანი ჯარის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ", _ განაცხადა როგოჟინმა.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების მეთაურმა დოკუ უმაროვმა თავის თავზე აიღო მოსკოვში დომოდედოვოს აეროპორტში 24 იანვარს მომხდარი ტერაქტის ორგანიზება, რომლის დროსაც დაიღუპა 36 ადამიანი და დაიჭრა 150 ზე მეტი.