იაპონიაში, ქალაქ საპოროში, საკვები პროდუქტებით 840 სკოლის მოსწავლე მოიწამლა. მოზარდები ერთი სკოლის მოსწავლეები არიან და ისინი ლანჩის დროს მოიწამლნენ.
მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებათ 15 მასწავლებელსა და სხვა თანამშრომლებს.
აღნიშნულ სკოლაში სწავლის პროცესი შეჩერებულია. როგორც "ჯაპანტაიმსი" იუწყება, მოწამლულები მკურნალობას გადიან. თავდაპირველი ვერსიით ინტოქსიკაცია 925-მა ბავშვმა მიიღო.
როგორც ქალაქის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ არსებობს ეჭვიმ რომ ბავშვები სალმონელათი მოიწამლნენ. თუმცა ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შესაძლებელია ინტოქსიკაცია სხვადასხვა საშუალებების მხრივ მოხდა.
დაავადებულების მდგომარეობა სტაბილურია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.