დღეს, 15 თებერვალს, 11:00 საათზე, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში აფხაზური და რუსული მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პრესკონფერენცია "პრეზიდენტის მეორე ინაუგურაციის დღისადმია მიძღვნილი".
"სერგეი ბაღაფშის ხელისუფლებაში ყოფნის ექვსი წლის განმავლობაში აფხაზეთი ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო გახდა. რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი იგი რჩება ქვეყნად, რომელიც წარმატებით უმკლავდება ეკონომიკურ კრიზისს", _ აღნიშნავს აფხაზური მედია და დასძენს, რომ აფხაზეთის წინაშე მდგარი მრავალი პრობლემის გათვალისწინებით - "რთული საერთაშორისო მდგომარეობით რომელიც გამოწვეულია საქართველოს უარით აფხაზეთთან გააფორმოს თავდაუსხმელობის ხელშეკრულება, ასევე შიდა პრობლემების გათვალისწინებით მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის მეორე პრეზიდენტის მმართველობა წარმატებულია".