თეირანში ქუჩებში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ოპოზიციის მოწოდებაზე ასობით ირანელი გავიდა ქუჩაში საპროტესტოდ. ისინი ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას მოითხოვდნენ. აქციები გრძელდება ირანის ქალაქ კუმში, თავრიზში, შირაზსა და სხვა ქალაქებში.
თეირანში პოლიცია და უშიშროების სამსახურები დემონსტრანტების ბლოკირებას ცდილობენ.
თვითმხილველთა თქმით, დემონსტრანტები სკანდირებდნენ: "სიკვდილი დიქტატორს", "მუბარაქ, ბენ ალი, ახლა ჰამენეის ჯერია!"
ამასთან, ოპოზიციის მომხრეები ეგვიპტეში მომხდარ რევოლუციას სოლიდარობას უცხადებდნენ. ირანის ხელისუფლების განცხადებით, ისინი ქვეყანაში საპროტესტო აქციებს არ დაუშვებენ.
უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპოზიციის ლიდრები, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი მირჰოსეინ მუსავი საკუთარ სახლში იყვნენ ბლოკირებულნი. თუმცა ამ უკანასკნელმა შინაპატიმრობიდან თავის დაღწევა შეძლო და დემონსტრანტებს შეუერთდა.
შეგახსენებთ, დღეს ირანის ოპოზიციის ლიდერებმა მირჰოსეინ მუსავიმ და მეჰდი კარუბიმ მომხრეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდეს.