აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ახალი ლიდერი „დიდხანს ვერ გაძლებს“, თუ შეერთებული შტატებისგან თანხმობას არ მიიღებს. ამის შესახებ მან ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ ის ჩვენს თანხმობას არ მიიღებს, დიდხანს ვერ გაძლებს. გვსურს, უზრუნველვყოთ, რომ ყოველ 10 წელიწადში ხელახლა მიბრუნება არ მოგვიწევს, როდესაც ჩემნაირი პრეზიდენტი არ იქნება და არ იზამს ამას. არ მინდა, რომ ხალხი ხუთ წელიწადში დაბრუნდეს და იგივე გაიმეოროს, ან უარესი, ბირთვული იარაღი ჰქონდეს", - თქვა ტრამპმა
შეკითხვაზე, დაუჭერდა თუ არა მხარს ძველ რეჟიმთან კავშირში მყოფ პირს, ტრამპმა უპასუხა:
„დავთანხმდებოდი, იმისთვის, რომ კარგი ლიდერი ამერჩია, კი, დავთანხმდებოდი. არაერთი ადამიანია, რომელიც კვალიფიციურია".
„ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს შესაფერისი“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანი მთელი ახლო აღმოსავლეთის დაპყრობას გეგმავდა და მიანიშნა, რომ მან ეს შეაჩერა.