ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანის მეჰრაბადის აეროპორტში 16 თვითმფრინავი გაანადგურა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელელი სამხედროების განცხადებით, აეროპორტს ყუდსის ძალები (ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარული ფრთა) იყენებდნენ, როგორც „ცენტრალურ ჰაბს ახლო აღმოსავლეთში რეჟიმის ტერორისტული მარიონეტების შეიარაღებისა და დაფინანსებისთვის“.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებული თვითმფრინავებს „ჰეზბოლასთვის“ იარაღი გადაჰქონდათ.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის დარტყმების სამიზნე ირანის გამანადგურებლები გახდნენ, რომლებიც „საფრთხეს უქმნიდნენ ისრაელის საჰაერო ძალებს, რომლებიც ირანის საჰაერო სივრცეში ოპერაციებს ახორციელებდნენ“.