სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა სათავეში ჩაუდგა კომისიას, რომელიც აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური ადღგენის 15-20 წელზე გაწერილ სტრატეგიას შეიმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
სტრატეგიის შემუშავებაში აფხაზ სეპარატისტებს ფონდი "რუსეთის სტრატეგიის გამომუშავების ცენტრი" დაეხმარება. მალე აღნიშნულ ცენტრთან სეპარატისტები შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.
"სოციალ-ეკონომიკური განვითარების გონივრულად შემუშავებული კონცეფცია საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ საკვანძო უპირატესობები აფხაზეთის საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისთვის და სხვა მრავალი ამოცანის გადასაჭრელად", _ მიაჩნია სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრს სერგეი შამბას.
აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ დოკუმენტის პირველად ვარიანტი მარტის ბოლოს იქნება წარმოდგენილი, საბოლოო ვარიანტი კი - აგვისტოში.