უკრაინული მედიის ცნობით, 7 მარტის ღამეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვში მრავალსართულიან კორპუსზე ბალისტიკური რაკეტით დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე ათი დაშავდა.
„კიევის რაიონში მრავალსართულიან შენობაზე პირდაპირი ბალისტიკური რაკეტის დარტყმა დადასტურდა. მნიშვნელოვანი ზიანია, არის ხანძარი და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იმყოფებოდნენ,“ - დაწერა ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა.
გამთენიისას მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.