აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი თვის ბოლოს თანამდებობას დატოვებს და მას ოკლაჰომის შტატის რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი შეცვლის.
„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ოკლაჰომის დიდი შტატიდან უაღრესად პატივცემული აშშ-ის სენატორი მარკვეინ მალინი 2026 წლის 31 მარტიდან გახდება აშშ-ის შიდა უსაფრთხოების (DHS) მდივანი. ამჟამინდელი მდივანი კრისტი ნოემი, რომელიც კარგად გვემსახურა და მრავალი და შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა (განსაკუთრებით საზღვარზე!), გადავა სპეციალურ წარმომადგენლად „ამერიკის ფარისთვის“, ჩვენი ახალი უსაფრთხოების ინიციატივისთვის დასავლეთ ნახევარსფეროში, რომელსაც შაბათს დორალში, ფლორიდაში გამოვაცხადებთ. მადლობას ვუხდი კრისტის თავისი სამსახურისთვის“, – წერს ტრამპი.
ცნობისათვის, სენატორმა მარკვეინ მალინმა ჯო უილსონის მიერ ინიცირებული „მეგობარი აქტი“ და მისი თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეტანა დაბლოკა.