აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პირადად უნდა იყოს ჩართული ირანის შემდეგი ლიდერის არჩევაში. ამის შესახებ ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ისინი დროს ტყუილად კარგავენ. ხამენეის შვილი არავინაა. მე უნდა ვიყო ჩართული დანიშვნაში, ისევე როგორც დელსის [როდრიგესის] შემთხვევაში ვენესუელაში“, - თქვა მან.
ტრამპმა განმარტა, რომ მას არ სურს ისეთი ლიდერის დანიშვნა, რომელიც გააგრძელებს მისი წინამორბედის პოლიტიკას, რაც „ხუთ წელიწადში“ შეერთებული შტატების ომში ხელახლა ჩართვას გამოიწვევს.
ტრამპმა დასძინა, რომ მას სურს «ვინმე, ვინც ირანში ჰარმონიასა და მშვიდობას მოიტანს, ხამენეის ვაჟი კი მიუღებელია“.